27 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
20 წლის შემდეგ, ნინო ქათამაძე სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ამჯერად შვილთან ერთად ბრუნდება

20 წლის შემდეგ, ნინო ქათამაძე სამეფო უბნის თეატრის სცენაზე ბრუნდება. მსმენელმა ის პირველად სწორედ ამ სცენაზე ნახა და ნახვისთანავე შეიყვარა.

მომღერალი დღეს მაყურებლის წინაშე 13 წლის შვილთან ერთად წარდგება, რომელიც პერკუსიაზე დაუკრავს.

კონცერტს, რომელიც ორი ათწლეულის კომპოზიციებს აერთიანებს, ნინო ქათამაძის თაყვანისმცემლები 3 დღის განმავლობაში მოისმენენ.

ნინო ქათამაძეს და ჯგუფ "ინსაითს" ქართველი მსმენელისთვის 3 წელია არ უმღერიათ.

​20 წლის წინანდელი სამეფო უბნის თეატრის სცენის შემადგენლობა უცვლელია: ნინო ქათამაძე, მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი და ბენდი "ინსაითი"

დღის ამბები