რუსეთის პრეზიდენტი ემუქრება ყველას, ვინც უკრაინაში მიმდინარე მოვლენებში გარედან ჩაერევა და შექმნის რუსეთისთვის მიუღებელ სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს:
"სპეცოპერაციის ყველა დავალება შესრულებული იქნება. მისი მიზანი ფართომასშტაბიანი კონფლიქტის პრევენციაა. ბოლო მოვლენების მიმდინარეობა, მათ შორის კიევის რეჟიმის პრეტენზიები ბირთვული იარაღის ფლობასა და უკრაინის ტერიტორიაზე დასავლური ბიოლოგიური ლაბორატორიების ქსელის განლაგება, უკრაინისთვის ყველაზე თანამედროვე იარაღის უწყვეტი მიწოდება ადასტურებს, რომ ჩვენი რეაქცია, გეგმები იყო სწორი და დროული.
მსურს კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ჩვენი სამხედროები გმირულად ასრულებენ თავის მოვალეობას. მსურს აღვნიშნო, რომ თუ ვინმე გარედან ჩაერევა მიმდინარე მოვლენებში, თუ ვინმე შექმნის რუსეთისთვის მიუღებელ სტრატეგიული ხასიათის საფრთხეს, მათ უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ სწრაფად ვუპასუხებთ. ჩვენ ამისთვის ყველა ინსტრუმენტი გვაქვს და ჩვენ მას გამოვიყენებთ თუ საჭირო გახდება," - განაცხადა ვლადიმირ პუტინმა.