27 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"საქართველოს ხელისუფლების პოზიცია სერიოზულად გვზღუდავს" - ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სოლოვიოვთან ინტერვიუში

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ რუს სახელისუფლებო ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში საქართველოს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლების პოზიცია მათ სერიოზულად ზღუდავს, თუმცა უკან დახევას არ აპირებენ.

"ჩვენ ვითხოვთ ჩვენი სუვერენიტეტის აღიარებას საქართველოსგან. ჩვენ სერიოზულად გვზღუდავს საქართველოს ხელისუფლების პოზიცია, მაგრამ ამას მივაღწევთ, სიმართლე ჩვენ მხარესაა და უკან დახევას არ ვაპირებთ და მივაღწევთ ამ მიზანს. ეს მიზანი სრულებით სამართლიანია ისტორიული თვალსაზრისით ჩვენი სახელმწიფო 1200 წელზე მეტი ხნისაა, ჩვენი სახელმწიფო შედგა და ჩვენ ამ პოზიციიდან დახევას არ ვაპირებთ," - განაცხადა ინალ არძინბამ.

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის თქმით, ისინი დამოუკიდებლობის დათმობას არ აპირებენ:

"1921 წელს აფხაზეთი სოციალისტური რესპუბლიკა ავტონომიის სტატუსით შეიყვანეს საქართველოს შემადგენლობაში, უფრო ადრე კი პირიქით საქართველოს ტერიტორიის დიდი ნაწილი შედიოდა აფხაზეთის სამეფოს შემადგენლობაში. ამიტომ ჩვენ გვაქვს ჩვენი უფლება და ჩვენ დამოუკიდებლობისთვის სიცოცხლეს გავწირავთ. ჩვენ არავის არაფერს არ მივცემთ და საქართველოს ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს, საბოლოოდ," - განაცხადა არძინბამ.

დღის ამბები