27 ნოემბერი 2024,   17:40
ვრცლად
ვაზისუბანში გაჩენილ ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა

ვაზისუბანში ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბინაში გაჩენილ ხანძარს ცოლ-ქმარი ემსხვერპლა. ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია. 

როგორც "კურიერთან" საუბრისას ადგილობრივები აცხადებენ, ხანძარი 18 სართულიანი კორპუსის მე-11 სართულზე გაჩნდა და შემთხვევის დროს ბინაში ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.

თუ რამ გამოიწვია ძლიერი ხანძარი, ამ ეტაპზე უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

 

დღის ამბები