გაეროს გენერალური მდივნის ოფისის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გაეროსა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ჩართვით, მარიუპოლის "აზოვსტალის" ქარხნიდან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციას დათანხმდა.
"შემდეგი დისკუსიები გაიმართება გაეროს ჰუმანიტარულ საქმეთა კოორდინაციის ოფისთან და რუსეთის თავდაცვის სამინისტროსთან," - ნათქვამია გაეროს ოფისის ინფორმაციაში.