5 წლის განმავლობაში უფუნქციოდ დარჩენილი მუზეუმი ახალი სიცოცხლის დაწყებას გეგმავს. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, ასობით ექსპონატი კი უსაფრთხო ადგილას გადაიტანეს. თბილისი ცენტრში მდებარე სამუზეუმო სივრცე წლების განმავლობაში ავარიული იყო, მის აღდგენაზე მუშაობა კი კულტურის სამინისტრომ 2021 წელს დაიწყო.
შენობის სრული რეაბილიტაციის გადაწყვეტილება პრემიერ-მინისტრმა განსახორციელებელი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების სიაში შეიტანა. რამდენიმე თვეში დამთვალიერებლების მისაღებად უკვე მზად იქნება მუზეუმის მეორე კორპუსი, სრულ რეაბილიტაციას კი რამდენიმე წელი დასჭირდება.