27 ნოემბერი 2024,   17:37
ვრცლად
ქვეყნის ინტერესების დაზიანება საკუთარი პარტიული მიზნებისთვის - დეპუტატებმა საპარლამენტო ტრიბუნა კვლავ ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს

დღეს საპარლამენტო დარბაზში გამოსვლები "ნაციონალურმა მოძრაობამ" რუსულ ენაზე მისალმებით დაიწყო და ამით საქართველოს ხელისუფლების რუსულ კავშირებზე გაამახვილა ყურადღება. ლევან ხაბეიშვილის პერფორმანსს პოლიტიკური შოუ უწოდეს მმართველ გუნდში და თქვეს, რომ "ომის პარტიის" ყველა კამპანია მთლიანად ეწინააღმდეგება საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

კითხვებზე პასუხების მისაღებად, ოპოზიციამ, საკანონმდებლო ორგანოში პრემიერ-მინისტრის მისვლა მოითხოვა. საპარლამენტო სესიაზე წინადადებით "ლელოს" წევრი, სალომე სამადაშვილი გამოვიდა. "ქართულმა ოცნებამ" ვიდეოჩანაწერს ქვეყანაში სიტუაციის ასარევად ოპოზიციის მიერ შექმნილი სკანდალი უწოდა. საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმა კი, აუდიოჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებაც მოითხოვეს.

ქვეყნის ინტერესების დაზიანება საკუთარი პარტიული მიზნებისთვის - სწორედ ამ თემაზე, პოლიტიკურმა ოპონენტებმა დღეს საკანონმდებლო ტრიბუნა კვლავ ურთიერთბრალდებებისთვის გამოიყენეს. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები პოლიტიკურ განცხადებებს, ტრადიციულად, მომდევნო სასესიო კვირის სამშაბათს გააკეთებენ.

 
დღის ამბები