27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების შენობებზე სახელმწიფო დროშის აღმართვა სავალდებულო გახდა

სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობებზე სახელმწიფო დროშის მუდმივად აღმართვა და სახელმწიფო გერბის სრული სახით განთავსება სავალდებულო იქნება. ამასთან, მათთვის სავალდებულო ხდება საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის ტექსტის თვალსაჩინო ადგილას განთავსება.

შესაბამისი გადაწყვეტილება პარლამენტმა დღეს, მესამე მოსმენით, 87 ხმით მიიღო. "საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი, "ქართული ოცნების" დეპუტატმა, კახა კახიშვილმა მოამზადა.

პროექტის წინააღმდეგ ოთხმა დეპუტატმა მისცა ხმა. როგორც კახიშვილმა პროექტის წარდგენისას აღნიშნა, საკანონმდებლო ცვლილების შედეგად, ბავშვები ეროვნული სიმბოლოების მნიშვნელობასა და პატივისცემას ბაგა-ბაღის ასაკიდან ისწავლიან.

 
დღის ამბები