27 ნოემბერი 2024,   17:35
ვრცლად
"კურიერი" ჰოსტომელში იმყოფებოდა - რას ყვებიან ქალაქში, რომელმაც კიევის ბედი გადაწყვიტა

ქალაქი, რომელმაც კიევის ბედი გადაწყვიტა - "კურიერი" ფრონტის ხაზზე მუშაობას განაგრძობს. "რუსთავი 2"-ის გადამღები ჯგუფი ამჯერად ჰოსტომელში ჩავიდა, რომელიც რუსული ოკუპაციის პირობებში 35 დღის განმავლობაში იმყოფებოდა.

ამ ხსნის განმავლობაში ბრძოლა არ შეწყვეტილა. ქალაქი დანგრეულია, განადგურებულია სახლები, ადმინისტრაციული შენობები, აფეთქებულია ქალაქში შესასვლელი ხიდი, თუმცა რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჰოსტომელის აღება ვერ შეძლეს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ოკუპანტები ადგილობრივებს ატერორებდნენ, კლავდნენ და ძარცვავდნენ. 

"მე განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს რუსეთთან. ეს ყველაფერი პირველად 2014 წელს გამოვცადე, როდესაც ლუჰანსკის ოლქში სახლი დაგვიბომბეს, მერე აქ გადმოვედით და აქაც დაგვბომბეს. 24-ში, როდესაც დაიწყო აფეთქებები, ოჯახთან ერთად გავეცალე აქაურობას, ახლა ჩამოვედი პირველად და კორპუსი, სადაც ვცხოვრობდი, შუაზეა გადახსნილი. აქ ცხოვრება შეუძლებელია," - განაცხადა "კურიერთან" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.


დღის ამბები