მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი საპატიმროში ექიმების დაშვებას ითხოვს. დიმიტრი საძაგლიშვილმა ექსპრეზიდენტი დღესაც მოინახულა და თქვა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. საპატიმროში შესვლა სურს მიტროპოლიტ ნიკოლოზს.
"ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სამწუხაროდ იგივე. სამედიცინო დიაგნოზები მოსმენილი გვაქვს არაერთხელ, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის სერიოზული პრობლემები შეიმჩნევა ვიზუალურადაც.
არ მინდა, რომ მოლოდინებზე და პროგნოზებზე ვისაუბრო, იმიტომ, რომ არანაირი წინაპირობა არ მაქვს, რომ ხელისუფლებისგან ველოდო გონიერი ნაბიჯის გადადგმას. ეს ტყვეობა, რაც შეიძლება მალე უნდ დასრულდეს," - აცხადებს დიმიტრი საძაგლიშვილი.