27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
გუტიერეში მარიუპოლში არსებულ კრიზისზე საუბრობს, ლავროვის შეფასებით კი, უკრაინაში არსებული ვითარება NATO-ს "უსასრულო გაფართოების" შედეგია

მარიუპოლში კრიზისია და გაერო მზადაა, ქალაქში ლოგისტიკური რესურსების მობილიზება განახორციელოს - ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ანტონიო გუტიერეშის თქმით, ეს მშვიდობიან მოსახლეობას უსაფრთხო ევაკუაციის საშუალებას მისცემს ნებისმიერი მიმართულებით, რომელსაც ისინი აირჩევენ.

სერგეი ლავროვმა კი პრესკონფერენციაზე უკრაინაში არსებულ ვითარებას NATO-ს უსასრულო გაფართოების შედეგი უწოდა. მოსკოვის შემდეგ გაეროს გენერალური მდივანი უკრაინაში ჩავა.


დღის ამბები