27 ნოემბერი 2024,   17:51
ვრცლად
ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია: ვნახეთ შემთხვევა, როდესაც კიდურების გარეშე მყოფ ადამიანს ეტლში ესროლეს და საკუთარ სახლში მოკლეს

აზოვის მებრძოლების ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში რუსულმა ძალებმა "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე 35 საჰაერო დარტყმა განახორციელეს, დაშავებულია მშვიდობიანი მოსახლეობა. მათი ნანგრევებიდან ამოყვანა ამ დრომდე მიმდინარეობს, ამასთან რუსეთმა ოდესის ოლქზე სარაკეტო დარტყმები განახორციელა. დაზიანებულია მდინარე დნესტრზე არსებული ხიდი. ინფორმაციას ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაცია ავრცელებს. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ დროისთვის ცნობილი არ არის. 

"მათ რეალური სახე გამოაჩინეს, ოკუპანტებს არ ადარდებთ სამხრეთ დონეცკის მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ ხალხი საერთოდ არ აინტერესებთ, არ აქვს მნიშვნელობა ექიმს, ექთანს, საავადმყოფოს, ისინი ანადგურებენ და ძარცვავენ ყველაფერს.

ძალიან ბევრი შემთხვევაა გვხვდება გენოციდის, მაგალითად ვნახეთ შემთხვევა, როდესაც კიდურების გარეშე მყოფ ადამიანს ეტლში ესროლეს და საკუთარ სახლში მოკლეს. ახლა ორკები უკრაინელ დედებს ბავშვებს ართმევენ, შემდეგ აძალებენ, რომ წავიდნენ უკრაინის კონტროლირებად ტერიტორიებზე, წამოიღონ ჰუმანიტარული დახმარება და აცნობონ უკრაინული ჯარისკაცების პოზიციების შესახებ," - აცხადებს ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი სერგეი გაიდაი.

დღის ამბები