27 ნოემბერი 2024,   17:38
ვრცლად
ადასტურებს არესტოვიჩი - სააკაშვილი რომ იყოს ხელისუფლებაში საქართველო იქნება ომის ალში გახვეული, სწორედ ეს არის ის რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ - წულუკიანი 

საქართველოს ვიცე-პრემიერი, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველ ალექსეი არესტოვიჩის განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სწორედ იმიტომ არის დღეს საქართველოს ხელისუფლება მიუღებელი უკრაინის მთავრობისთვის, რომ არ ხნის ფრონტის მეორე ხაზს. 

თეა წულუკიანის განცხადებით, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველში ომი არ დაიწყოს.

"უკვე ტრადიციულად ქცეული ბატონი არესტოვიჩის შეურაცხმყოფელი განცხადებები, რომელიც ბოლომდე გშიფრავთ თქვენ და თქვენს მხარდამჭერებს და ამბობს, რომ საქართველოს ამჟამინდელი მთავრობა სწორედ იმიტომ ვართ მავანისთვის მიუღებელი, რომ ჩვენ არ ვართ ომის ადამიანები და არ ვიწყებთ ომს ჩვენივე ქვეყანაში, იმისთვის, რომ რუსეთის ყურადღება და სამხედრო ძალები გადანაწილდეს უკრაინასა და სხვა ფრონტებს შორის. ამ მთავრობაში, დღეს საქართველოში არ არიან ომის ადამიანები. ჩვენ ვართ მშვიდობის ადამიანები, ჩვენ ვართ სტაბილურობისთვის მებრძოლი და მომუშავე გუნდი.

10 წლის წინ მოვედით ხელისუფლებაში და ერთი დღე არ გასულა ამ 10 წლის მანძილზე, რომ ჩვენ არ გვეფიქრა, როგორ უზრუნველვყოთ რაც შეიძლება დიდხანს და განგრძობად რეჟიმში ამ ქვეყანაში სტაბილურობა, რომ როგორმე იქნება მივაღწიოთ ცოტა უფრო განვითარებულ სახელმწიფოს მყარ ინსტიტუტებს და დავუტოვოთ ეს მომავალი თაობის მთავრობებს. ეს თქვენი პრიორიტეტი არ არის, თქვენი პრიორიტეტი არის ომი და ამას ადასტურებს უკვე ბატონი არესტოვიჩი, რომ სააკაშვილი, რომ იყოს ხელისუფლებაში საქართველო იქნება ომის ალში გახვეული და სწორედ ეს არის ის რასაც ჩვენ არ ვაკეთებთ და ჩვენი პოლიტიკა ომი არ იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ ქვეყანაში არ გავარდეს ტყვია,"- აცხადებს თეა წულუკიანი. 

ინფორმაციისთვის: უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, ოლექსეი არესტოვიჩმა "ფეიგინ ლაივის" ეთერში საუბრისას განაცხადა, რომ მოლდოვისა და საქართველოს ხელმძღვანელობა არ არიან ომის ადამიანები, სააკაშვილს შეეძლო ამის გაკეთება, თუმცა არა ამჟამინდელ ხელმძღვანელობას. 

დღის ამბები