საქართველოს ვიცე-პრემიერი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი ჟურნალისტების მიერ ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით დასმულ კითხვას პასუხობს. მინისტრი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი მმართველი აღარ არის და აგრძელებს ქვეყნის საკეთილდღეოდ მოღვაწეობას.
"რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, დღეს კიდევ მორიგჯერ ახსენეთ ეს ადამიანი და მეკითხებით, არის თუ არა ის ჩრდილოელი მმართველი. რასაკვირველია, ის მმართველი აღარ არის, ეს იცის პატარა ბავშვმაც, ის არც ჩრდილოელი მმართველია, ის არსებობს, ის ცოცხალია, დიდხანს იქნება ჯანმრთელი, დიდხანს იქნება ბედნიერად ამ ქვეყნისთვის, როგორც სტაბილურობის გარანტი იყო მრავალი წლის მანძილზე.
ის როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქე, რაც უნდა ეს მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, ის დღეს ქვეყნის მოქალაქეა, ის აგრძელებს მოღვაწეობას და ამას სწორედ ეს სიტყვა ჰქვია, ეს არ არის უბრალო საქმიანობა, ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ვალია. ეს თქვენ გადგათ ყელზე და ასე იქნება მუდამ, მაგრამ ეს ადამიანი არსებობს და დიდხანს იქნება კიდევ ჯანმრთელი და ცოცხალი," - ამბობს თეა წულუკიანი.