27 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
ბუჩაში მკვლელობების სამი ტიპი იკვეთება - ხშირად, ადამიანებს აყურებინებდნენ, როგორ კლავდნენ მათი ოჯახის წევრებს

სასაკლაოდ ქცეული ბუჩა - "კურიერი" ქალაქში დაბრუნდა და პროზექტურა გადაიღო. პროზექტურაში, სადაც ყოველ 15 წუთში ერთხელ ახალი ცხედრები შეჰყავთ, სურათი საზარელია. ადამიანები ახლობლების ამოცნობას ვერ ახერხებენ, თითქმის ყველა სხეულს წამების კვალი აღენიშნება.

დაღუპულების 80%-ის შემთხვევაში, ისევე, როგორც სხვა ქალაქებში, გარდაცვალების მიზეზი ცეცხლნასროლი ჭრილობა გახდა, ანუ მათ დამიზნებით ესროლეს, დახვრიტეს.

როგორც "კურიერს" ადგილობრივი ხელისუფლება უყვება, მკვლელობების სამი ტიპი გამოიკვეთა. ერთი - ინდივიდუალური მკვლელობები; მეორე - ჯგუფური მკვლელობები, როდესაც ოკუპანტებმა ადამიანების ჯგუფი კედელთან მიაყენეს და დახვრიტეს და მესამე - ოჯახური დანაშაული, როდესაც მსხვერპლი ხედავდა, როგორ ხვრეტდნენ მათ ოჯახის წევრებს მანქანებში, ან კედელთან.

დღის ამბები