27 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
ვინ აპირებდა რუსი პროპაგანდისტი ჟურნალისტის, ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობას - "ეფ-ეს-ბეს" განცხადება

ვლადიმირ სოლოვიოვის მკვლელობის გეგმა მოლოტოვის კოქტეილებით - რუსეთის უსაფრთხოების სამსახური ამტკიცებს, რომ დააკავეს დამნაშავეები, რომლებიც, თურმე, პროპაგანდისტი ჟურნალისტის მკვლელობას გეგმავდნენ, კონკრეტულად კი იგეგმებოდა მანქანის აფეთქება.

ეფ ეს ბე-ს ცნობით, დაკავებულები რუსეთის მოქალაქეები არიან, რომლებსაც ჩხრეკისას უკრაინული ყალბი პასპორტები აღმოუჩინეს. მათივე ცნობით, ასევე, ამოღებულია მოლოტოვის კოქტეილები, ნაციონალისტური ლიტერატურა და ატრიბუტები. მეტი დამაჯერებლობისთვის, ეფ ეს ბე დაკავებულების აყვანის ვიდეოკადრებსაც ავრცელებს

ეფ ეს ბეს ე.წ. სპეცოპერაციას, ვლადიმერ პუტინიც გამოეხმაურა და დაკავებულებს ტერორისტები უწოდა.
თავად სოლოვიოვი ამბობს, რომ მკვლელობა ვოლოდიმირ ზელენსკიმ შეუკვეთა.

უკრაინის უშიშროების სამსახური, ბრალდებას არასერიოზულს უწოდებს. მათი თქმით, ფეიკებისა და ანტიუკრაინული ზიზღის რაოდენობის გათვალისწინებით, სოლოვიოვმა, შეიძლება, თავისით ჩაიხრჩოს თავი იაფფასიანი პროპაგანდისტული საქმიანობის "პროდუქტში".

დღის ამბები