27 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ქართველმა მწერალმა ევროკავშირის პრიზი მეორედ მიიღო - ივა ფეზუაშვილს პრესტიჟული ჯილდო რომანისთვის "ბუნკერი" გადაეცა

დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ევროკავშირის პრიზი ქართველმა მწერალმა ლიტერატურაში მეორეჯერ მიიღო - ივა ფეზუაშვილს პრესტიჟული ჯილდო რომანისთვის "ბუნკერი" გადაეცა. წიგნი მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეულ ოჯახზე მოგვითხრობს, რომლებიც დევნილობაში ცხოვრებას საქართველოს დედაქალაქში აგრძელებენ.

"ბუნკერმა" ევროკავშირის პრიზამდე საქართველოში ლიტერატურის დარგში ყველა ცნობილი ჯილდო მიიღო, მათ შორის ლიტერატურული პრემია "საბა" და "წინანდალი".

რუსეთ-უკრაინის ომის გამო ქართველი მწერალი დაჯილდოვების ცერემონიაში ონლაინ ფორმატში მონაწილეობდა. სულ კი კონკურსში ევროპის კონტინენტიდან 14 რომანისტი იყო წარდგენილი.

ევროკავშირის პრიზის მოპოვება ქართველი მწერლისთვის ახალი შესაძლებლობაა, უფრო კონკრეტულად კი რომანი "ბუნკერი" მალე ხელმისაწვდომი ინგლისურენოვანი მკითხველისთვის იქნება. რომანი ევროპული წიგნის ბაზრისთვის ახლა ითარგმნება.

დღის ამბები