27 ნოემბერი 2024,   17:32
ვრცლად
უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში 16 აპრილს დაღუპული სამი ქართველი მებრძოლის ცხედარი სამშობლოში ჩამოასვენეს. არკადი კასრაძის, ზაზა ბიწაძისა და ალიკა ცაავას ცხედრებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები და მოქალაქეები დახვდნენ. მებრძოლების ცხედრები ახლა მათ საცხოვრებელ სახლებშია დასვენებული.

არკადი კასრაძეს და ზაზა ბიწაძეს უკანასკნელ გზაზე ხვალ გააცილებენ, ალიკა ცაავას კი მშობლიურ მიწას შაბათს მიაბარებენ. სამივე ქართველი ლუგანსკის ოლქში მიმდინარე ბრძოლებისას დაიღუპა, ცაავა და ბიწაძე იმ დროს მოკლეს, როდესაც ისინი ბრძოლის ველიდან არკადი კასრაძის ცხედრის გამოტანას ცდილობდნენ, ქართველი მებრძოლების მანქანა რუსმა ოკუპანტებმა ააფეთქეს. ორთვიანი ომის განმავლობაში უკრაინაში სულ 9 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

 

დღის ამბები