27 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
50 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის კოვიდ ვაქცინის მე-4 დოზა დამტკიცდა - როდიდან შეძლებენ რისკის ქვეშ მყოფი მოქალაქეები მეორე ბუსტერის გაკეთებას

მე-2 ბუსტერ დოზასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭო გადაწყვეტილებას ამ კვირაში გამოაცხადებს. იმუნიზაციის ტექნიკურმა ჯგუფმა კი, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საერთაშორისო გამოცდილება უკვე გაიზიარა. გადაწყდა, რომ 50 წელს ზევით ყველა მოქალაქეს ვაქცინის მე-4 დოზის გაკეთების შესაძლებლობა ექნება. მეორე ბუსტერ დოზას მიიღებენ, ასაკის მიუხედავად, ის პირებიც, ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვთ.

საქართველოში სულ 44%-ია ვაქცინირებული, ბუსტერი მოსახლეობის 8%-ს აქვს გაკეთებული. სპეციალისტები ამბობენ, რომ "ომიკრონის" შემთხვევაშიც კი, ჯანმრთელობის გაუარესების რისკი მაინც დიდია. ამას ადასტურებს დღეს კლინიკებში მოხვედრილი ინფიცირებულების მდგომარეობაც. რესპუბლიკურ საავადმყოფოში კოვიდით სულ 16 პაციენტი გადის მკურნალობას და ყველას გართულების გამო მოუხდა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.

ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა სტაბილურია. სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ პანდემია საწყის ეტაპს უბრუნდება. უკვე არსებული სტატისტიკური მონაცემები, 2020 წლის სექტემბრის მაჩვენებელებს უტოლდება და ეპიდემილოგიურ ბიძგებს აღარ ელოდებიან. თუმცა, ვაქცინაციის თვალსაზრისით, მიაჩნიათ, რომ მზადყოფნის რეჟიმი მაინც აუცილებელია.

როდის დასრულდება პანდემია - ამაზე პასუხს ყველა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისგან ელოდება. თუცა ექსპერტთა ჯგუფი ამბობს, რომ ვირუსი ძალას დაკარგავს თუ მეტი იმუნური ფენა შეიქმნება და მსოფლიო მოსახლეობის 70% აიცრება.

დღის ამბები