27 ნოემბერი 2024,   17:49
ვრცლად
გავრცელდა აუდიოჩანაწერი, სადაც რუსი ჯარისკაცი სკოლისკენ მიმავალი ბავშვების დახოცვის გეგმაზე საუბრობს - ოკუპანტებმა უკვე 215 ბავშვი მოკლეს

რუსული ჯარი განაგრძობს იერიშს აღმოსავლეთ ფრონტზე. მიზანი დონეცკისა და ლუჰანსკის ოლქების სრული ოკუპაცია და ყირიმზე გასასვლელი სახმელეთო გზაა, თუმცა, მოსკოვი ვერც ამ მიზანს აღწევს. უკვე მერამდენედ უკრაინის თავდაცვამ შეაჩერა იზიუმიდან სლავიანსკის მიმართულებით გარღვევის მცდელობა.

რუსეთს უჭირს, რადგან დონბასზე არა აქვს საკმარისი ლოჯისტიკური და საბრძოლო მხარდაჭერა, ამიტომ ცდილობს, ჰაერიდან მიწასთან გაასწოროს ყველაფერი.

დონბასის გარდა იერიშები გრძელდება უკრაინის სხვა ტერიტორიებზეც. მთელი ღამე იბომბებოდა ხარკოვი, გამთენიისას კი განგაშის ხმა ისევ ისმოდა ლვოვში.

კიევი აცხადებს, რომ 2 თვიანი ომის განმავლობაში, რუსებმა 215 ბავშვი მოკლეს, დაჭრილია 500-ზე მეტი.

დღეს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ ერთი აუდიომტკიცებულება გამოაქვეყნა, სადაც ოკუპანტი ღიად ეუბნება მეთაურს, რომ ხედავს ბავშვებს, რომლებიც სკოლაში მიდიან. ახლა გაატარებს, შემდეგ კი დაამუშავებს, ანუ მოკლავს.

მაშინ, როდესაც მართლმადიდებლური სამყარო უდიდეს დღესასწაულს ზეიმობდა, ერთმორწმუნე რუსებმა უკრაინელებს აღდგომა რაკეტებით მიულოცეს.

ისროდნენ ყველგან: ოდესა, ლვოვი, კრემენჩუგივინნიცა. საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა მთელს უკრაინაში, განსაკუთრებით მძიმე იყო სიტუაცია დილიდან კრემენჩუგში, სადაც თბოელექტროსადგურსა და ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას 9 რაკეტა ესროლეს, 2 რაკეტა ჩამოვარდა ხმელნიცკის ატომურ ელექტროსადგურთანაც.

მოსკოვი ცდილობს სარკინიგზო ხაზები დააზიანოს და ამით ორ მიზანს მიაღწიოს: შეაყოვნოს დასავლეთიდან იარაღის ტრანსპორტირება და ხელი შეუშალოს მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციას.

დღის ამბები