27 ნოემბერი 2024,   17:45
ვრცლად
"აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება, საკითხზე შეთანხმება არ არსებობს - უკრაინის ვიცე-პრემიერი

უკრაინის ვიცე-პრემიერის განცხადებით, "აზოვსტალიდან" ჰუმანიტარული დერეფანი დღეს არ გაიხსნება. ირინა ვერეშჩუკი აზუსტებს, რომ საკითხზე შეთანხმება არ არსებობს.

"ჩვენ მივმართეთ გაერო-ს გენერალურ მდივანს, იყოს ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის ინიციატორი და გარანტორი. საუბარია დერეფანზე მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის, რომლებიც "აზოვსტალში" რჩებიან.

კერძოდ, ჩვენ ვითხოვთ, რომ ჰუმანიტარულ კოლონაში იყვნენ გაერო-ს და წითელი ჯვრის წარმომადგენლები. იმედი გვაქვს, რომ მოლაპარაკებები გაერო-ს გენერალურ მდივანსა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის ეფექტური იქნება," - განაცხადა უკრაინის ვიცე პრემიერმა. 

შეგახსენებთ, დღეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ კიევის დროით 14:00 საათიდან მშვიდობიანი მოქალაქეებისთვის "აზოვსტალიდან" გასასვლელ დერეფანს გახსნიდნენ, რა დროსაც ცეცხლი შეჩერებული იქნებოდა.

დღის ამბები