27 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
რუსულმა არმიამ აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლით შეღება - ეს ხალხი ქრისტიანია?! - ზელენსკი

​უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის შეფასებით, რუსულმა არმიამ აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლით შეღება.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციამ უკრაინას "მიულოცა" აღდგომა ქვეყნის თითქმის მთელ ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმის საფრთხით, ასევე პოლტავას ოლქის კრემენჩუგის რაიონზე სარაკეტო თავდასხმით.

რუსულმა არმიამ აღდგომა არა მხოლოდ ფორმალურად კალენდარზე გააწითლა, არამედ სისხლით შეღება - ეს ხალხი ქრისტიანები არიან?! - რუსეთმა უკრაინას აღდგომა თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე სარაკეტო საფრთხით, პოლტავას ოლქსა და კრემენჩუკზე სარაკეტო დარტყმებით "მიულოცა". ეს არის უკრაინაში სიცოცხლის მიზანმიმართული განადგურება. ნგრევა, რომელიც ყველაზე დიდ მართლმადიდებლურ დღესასწაულზეც კი არ შეწყვეტილა. ნუთუ ქრისტიანები არიან ადამიანები, რომლებმაც გუშინ ჩვენი ქალაქებისა და დასახლებების დაბომბვა განაგრძეს?! ადამიანები, რომელებმაც ხარკოვის ოლქის ქალაქი ჩუგუევი დაბომბეს და აღდგომას დონეცკის ოლქში კიდე 2 ბავშვი მოკლეს - 5 და 14 წლის გოგონები.

სააღდგომოდ რუსეთისთვის შეთავაზებული იქნა ცეცხლის შეწყვეტა, თუმცა მართლმადიდებლურმა სამყარომ დაინახა, რომ რუსი დამპყრობლებისთვის აღდგომა არაფერს ნიშნავს. დღეს დილით თითქმის მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე ისევ განგაში იყო. რუსეთი არ წყვეტს ჩვენი წინააღმდეგობის გატეხვის მცდელობას. უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსული ჯარების თავდასხმებს საკვანძო მიმართულებებით აკავებენ და უკრაინელი ჯარისკაცების გამძლეობა და საკმარისი რაოდენობის იარაღი ოკუპანტების ჩვენი მიწიდან განდევნის ძირითადი ელემენტებია," - განაცხადა ზელენსკიმ.  

დღის ამბები