ისრაელმა ლიბანის მიმართულებით რაკეტა გაისროლა. ისრაელის მხარე აცხადებს, რომ აღნიშნული ქმედება ლიბანის მხრიდან მანამდე განხორციელებულ დარტყმაზე პასუხი იყო. ქვეყანაში ფიქრობენ, რომ ლიბანიდან მათი მიმართულებით პალესტინელმა მებრძოლებმა გაისროლეს.
აღსანიშნავია, რომ ეს ფაქტი ისრაელ-პალესტინას შორის ბოლო კვირებში შექმნილი დაძაბულობის ფონზე მოხდა. მედიის ინფორმაციით, პალესტინელების მცირე დაჯგუფება, რომელიც ლიბანში მოქმედებს, ბოლო წლებში არაერთ სარაკეტო თავდასხმაშია ეჭვმიტანილი.