უკვე ერთ კვირაზე მეტია ნიუ-მექსიკოში ხანძარს ვერ აქრობენ, ცეცხლი ტყის მასივს მოედო. დამწვარია 210 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის ფართობი.
ხანძრის ჩაქრობის პროცესს ხელს ძლიერი ქარი და ჰაერის მაღალი ტემპერატურა უშლის. ახლო მდებარე ტერიტორიებიდან ათობით ადგილობრივის ევაკუაცია განხორციელდა.