27 ნოემბერი 2024,   18:21
ვრცლად
უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა რუსულმა მხარემ გუშინ ვერ შეძლო - უკრაინის ვიცეპრემიერი

უსაფრთხო დერეფნის უზრუნველყოფა რუსულმა მხარემ გუშინ ვერ შეძლო - განცხადება უკრაინის ვიცეპრემიერმა, ირინა ვერეშჩუკმა გაავრცელა.

პარალელურად კი კიევი მზად არის მოლაპარაკებების სპეციალური რაუნდი მარიუპოლში, ყოველგვარი პირობების გარეშე ჩაატაროს. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ტვიტერზე წერს.

ამავე თემაზე ვიდეომიმართვისას საუბრობს „აზოვის პოლკის“ მეთაურის მოადგილე. სვიატოსლავ პალამარი ასევე ამბობს, რომ მარიუპოლის მცველები მესამე ქვეყნის მხარდაჭერით ქალაქიდან ევაკუაციისთვის მზად არიან და კიდევ ერთხელ აცხადებენ უარს მიიღონ რუსეთის ულტიმატუმი და დანებდენენ.

დღის ამბები