27 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
GERA არ დათანხებულა რუსეთის ასოციაციის "RAO"-ს შემოთავაზებას

საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის განცხადებით, გავრცელებული ინფრომაცია იმის შესახებ რომ, GERA რუსეთის ასოციაციას RAO-ს შეთავაზებას დათანხმდა, მცდარია.

"გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვეხმაუროთ ბრალდებას:
1) მოცემული წერილი, რომელზეც ელენე ხოშტარიამ თავის ბრიფინგზე ისაუბრა, ჩვენს ასოციაციას არ მიუღია.
2) შესაბამისად, GERA არ დათანხებულა რუსეთის ასოციაციის "RAO"-ს შემოთავაზებას და არც მომავალში აპირებს!
3) მოვითხოვთ, ბრალმდებლებმა გაასაჯაროვონ დამადასტურებელი დოკუმენტი, სადაც ჩანს, რომ ჩვენ ამ შემოთავაზებას დავთანხმდით!
ვითხოვთ, შეწყვიტეთ დეზინფორმაციის გავრცელება და ჩვენი ასოციაციის დისკრედიტაცია!" - აღნიშნულია საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, ელენე ხოშტარიამ სოციალურ ქსელში გაავრცელე ინფორმაცია, რომ რუსული საავტორო უფლებები ასოციაცია ქართული კომპანიის GERA-ს გავლით ცდილობდა სანქციებისთვის გვერდის ავლას. 

"კიდევ ერთხელ ვასაჯაროვებ ორ დოკუმენტს. ყველანაირი ინტერპრეტაციის გარეშე. ერთში რუსული საავტორო უფლებების ასოციაცია წერს ესტონეთს ქართულ კომპანია გერას გავლით შეგვიძლია გადმორიცხვებიო, სანქციებს ასე ვარიდებთ თავსო. მეორეში მსოფლიო კონფედერაცია წერს ყველა პარტნიორ ორგანიზაციას, რომ რაოსგან მიიღეს შეთავაზება გერას მეშვეობით თანამშრომლობის, რაც უკავშირდება სანქციებს.წაიკითხეთ, მე არ დამიჯეროთ.თუ რაოც და მსოფლიო კონფედერაციაც იტყუება, მზად ვარ გერასთან ერთად ორივეს დავუპირისპირდე და ვამხილოთ ტყუილში.ოღონდ წერილის გასაჯაროვების ფაქტი რატომ გაბრაზებთ? წესით ხომ რაოზე უნდა ბრაზობდეთ?" - წერდა ელენე ხოშტარია.

(R)

დღის ამბები