მარიუპოლში ადამიანები ოჯახის წევრებსა და მეგობრებს ეძებენ. ქალაქის განადგურებულ ქუჩებში მარიუპოლელები ბოძებზე აკრავენ განცხადებებს, რომ ხმა მიაწვდინონ საყვარელ ადამიანებს.
შეტყობინებები ასეთია: "დედა, სახლში ვარ, არ დამწვარა, გელოდები", "ნიკიტინა, შენი შვილი ნიკინა ცოცხალია, ბებიასთანაა", "იური, სახლში დაბრუნდი, დედა ძალიან ნერვიულობს", "ანდრეი შელუდინ, სახლი მთლიანად დამწვარია, ამ მისამართზე გვიპოვნი"...