27 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას, რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, არამედ, როგორც მამა, როგორც ადამიანი - შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, კიევში ვიზიტისას, მას შემდეგ, რაც ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, განაცხადა, რომ იმას თუ რასაც ახლა გრძნობს, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არამედ, როგორც მამა, სიტყვებით ვერ გადმოსცემს. შარლ მიშელი ასევე ამბობს, რომ ეს არის სამხედრო დანაშაული:

"შევხვდი ადამიანებს, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ იმას თუ რასაც ახლა ვგრძნობ, არა როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი არამედ, როგორც მამა, როგორც ადამიანი. ეს არის სამხედრო დანაშაული, ხოლო ადამიანებმა, რომლებმაც ეს ჩაიდინეს უნდა დაისაჯონ. მინდა მადლობა გადავუხადო ხალხს, ჯარისკაცებს, დონბასს, მარიუპოლს იმისთვის, რომ ბრძოლას არა მხოლოდ საკუთარი ქვეყნის დასაცავად, არამედ ევროპული ღირებულებებისთვისაც აგრძელებენ, ასევე თავისუფლებისთვის და დემოკრატიისთვის. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რაც ჩვენს ხელშია, იმისთვის რომ დავეხმაროთ უკრაინას,"- განაცხადა შარლ მიშელმა

დღის ამბები