უკრაინის პრეზიდენტი დღეს კიევში, ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ამის შემდეგ, პრეზიდენტებმა განცხადებები გააკეთეს.
ზელენსკის თქმით, უკრაინა მოხარულია, რომ რუსეთს სანქციების 5 პაკეტი დაუწესდა, თუმცა მათ მე-6, ძლიერი სანქციების პაკეტი სურთ, რომელიც ნავთობსა და გაზზე სრულ ემბარგოს მოიცავს.
"პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა გავაძლიეროთ სანქციებით რუსეთზე ზეწოლა. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ რუსეთს ჩამოვართვათ ის ფუნქციები და შესაძლებლობები, რითაც ომის მანქანას ამუშავებს.
მოხარული ვართ, რომ რუსეთს უკვე დაუწესდა სანქციების 5 პაკეტი. თუმცა სამწუხაროდ, ევროკავშირში ყველა არ არის მზად შეწყვიტოს რუსული ომის მანქანის დაფინანსება. გვინდა რომ მეექვსე, ძლიერი სანქციების პაკეტი დამტკიცდეს, რომელიც მოიცავს სრულ ემბარგოს ნავთობსა და გაზზე. ნავთობის გარეშე ამ სანქციებს ძალა არ ექნება. ყველა რუსული ბანკი უნდა ჩაიხსნას "სვიფტიდან", მათ შორის "სიბირ" ბანკი. ამ საკითხზე წერტილი უნდა დაისვას. ყველა რუსული ბანკის ანგარში უნდა დაიბლოკოს, მათი ფული კი უკრაინის რეკონსტუქციისთვის უნდა გამოვიყენოთ.
ყველა რუსმა ოფიციალურმა პირმა და მათმა ოჯახებმა, სანქციების მძიმე შედეგი უნდა იგრძნოს. ჩვენ გვჭირდება პრიორიტეტულ იარაღი. ამ იარაღის მიღება კი გვსურს დროულად. ჩვენი მეორე მიზანია ინფრასტრუქტურის აღდგენა. ომის დასრულებას ვერ მოვუცდით, რადგან ადამიანები ახლა ცხოვრობენ და ამ ინფრასტრუქტურის გამოყენება მათ დღეს სურთ,"- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.