27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
"ასეთი ტესტირება რუტინულია და გასაკვირი არ არის" - პენტაგონი რუსეთის მიერ "სარმატის" ბალისტიკური რაკეტის გამოცდაზე

პენტაგონმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ "სარმატის" კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტის გამოცდას რუტინულად თვლის და არა როგორც საფრთხეს აშშ-სთვის - ინფორმაციას გამოცემა The Guardian ავრცელებს.

პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ მსგავსი ნაბიჯი გასაკვირი არ არის.

"ასეთი ტესტირება რუტინულია და გასაკვირი არ არის," - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ.

ცნობისთვის, დღეს, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთმა ახალი კონტინენტთაშორისი ბალისტიკური რაკეტა "სარმატი" გამოსცადა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რაკეტის გამოცდამ წარმატებით ჩაიარა.

დღის ამბები