"პატრონი" ოკუპანტების დატოვებულ პატრონებს და ნაღმებს ეძებს - 56 დღეა 2 წლის ჯეკ რასელ ტერიერი პატრონთან ერთად რუსული არმიის მიერ დატოვებულ ასაფეთქებელ ნივთიერებებს პოულობს და ასე ცდილობს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრება უსაფრთხო გახადოს.
პატრონს სპეციალური წვრთნა არასოდეს გაუვლია, ყველაფერი დამოუკიდებლად ისწავლა. ოთხფეხა მეგობარი საგანგებო სიტუაციების სამსახურში მომუშავე მეპატრონეს ყოველდღე სამსახურში დაჰყავდა, პატრონი პატრონის მუშაობას დააკვირდა და რუსული ჭურვების აღმოჩენა თავადაც დაიწყო.
გამნაღმველი ძაღლი იმდენად პოპულარული გახდა, რომ საკუთარი Instagram გვერდიც შეუქმნეს და არც გამომწერების სიმცირეს უჩივის. ჯეკ რასელ ტერიერი ჩერნიგოვოდან სახიფათო საქმიანობას მხოლოდ საყვარელი სასუსნაოსთვის აკეთებს, თუმცა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ბავშვების მიერ გამოგზავნილი საჩუქრებიც არ აკლია.