ომის მეორე ფაზის პარალელურად, უკრაინის დედაქალაქი ძალების აღდგენას ცდილობს. მოქალაქეები კიევში ბრუნდებიან, ისინი კი, ვისაც ქალაქი ომის დაწყების შემდეგ არ დაუტოვებიათ, "კურიერს" უყვებიან, რომ ქალაქში ობიექტებმა მუშაობა განაახლეს.
ხშირ შემთხვევაში ნახევრად ცარიელი, მაგრამ ქალაქში მაინც დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გადაადგილების სხვადასხვა მუნიციპალური საშუალება, კომენდანტის საათის ამოქმედებამდე მუშაობს.
ახლა, დედაქალაქი შედარებით უსაფრთხო თავშესაფარია მათთვისაც, ვინც რუსული არმიის სამიზნე რეგიონებში ცხოვრობს.
უკრაინაში დარჩენილები იძულებულები არიან ომთან თანაცხოვრება ისწავლონ. მღერიან სამშობლოს სიყვარულზე, სჯერათ, რომ კიევი მოსკოვის ვერ გახდება და სანამ აგრესორი უკრაინის ტერიტორიებისთვის იბრძვის, კიევში ადგილობრივები მოსკოვზე გამარჯვებისთვის ემზადებიან.
კიევის ქუჩებში დღეს უკვე ნახავთ მოსეირნე წყვილებს, გახსნილ კაფეებს, განახლებულ მშენებლობებს, წუთით თითქოს მშვიდობაა, მაგრამ მეტროსადგურის ფანჯრებზე დალაგებული მიწის ტომრები წარწერით - "პუტინ ***ლო", ომის მიმდინარეობას მაინც გვახსენებს.