27 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
დიდი ამბით დაანონსებული ვადამდელი არჩევნების მიშასეული გეგმის პრეზენტაცია არ შედგა - ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკის ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში წერს, რომ - დიდი ამბით დაანონსებული ვადამდელი არჩევნების მიშასეული გეგმის პრეზენტაცია არ შედგა. ამას კი, ნაწილობრივ, ბაკურიანში ოპოზიციის მიერ გამართულ შეხვედრას უკავშირებს, რომელსაც, ხელისუფლების დამხობის გეგმის მხილებადაც მოიხსენიებს:

"როგორც ვივარაუდე, ძველი კინოს "რიმეიქის" პრემიერა სრული ფიასკოთი დასრულდა.

დიდი ამბით დაანონსებული ვადამდელი არჩევნების მიშასეული გეგმის პრეზენტაცია არ შედგა. სავარაუდოდ, დიდი ოპოზიციური თანხმობა ვერ შედგა, და ამაში თავის პატარა როლი ბაკურიანში აკერმანის ტრენინგზე ხელისუფლების დამხობის გეგმის მხილებამაც შეასრულა.

გაცრუებულ მოლოდინს და იმედს კი აუცილებლად სჭირდებოდა რაღაცით გადაფარვა, და ეს გადასაფარი მასალაც და პერსონაჟიც მოიძებნა.,"- წერს ზაალ ანჯაფარიძე.

დღის ამბები