27 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
უკრაინის დიდი მეგობარი კიევშია" - ვოლოდიმირ ზელენსკი შარლ მიშელს შეხვდა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ შარლ მიშელს "უკრაინის დიდი მეგობარი" უწოდა.

ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, შარლ მიშელთან შეხვედრისას განიხილეს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროკავშირის მხრიდან უკრაინის თავდაცვითი და ფინანსური დახმარება. ასევე ისაუბრეს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად კითხვარის ​პასუხებზე.

ამასთან, ზელენსკიმ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შინაარსიანი შეხვედრისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის დედაქალაქში მატარებლით დღეს ჩავიდა.

დღის ამბები