27 ნოემბერი 2024,   17:44
ვრცლად
საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა - დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის, სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თბილისის დროით 17:37 საათზე დედოფლისწყაროსთან 3.1 მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი, სოფელ ქვემო ქედთან იყო.

დღის ამბები