27 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
უკრაინამ რუსეთისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებული წინადადებები მიიღო და მათი შესწავლა დაიწყო - მიხაილ პოდოლიაკი 

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა დაადასტურა, რომ მოსკოვისგან მოლაპარაკებებთან დაკავშირებით წინადადებები მიიღეს და მათი შესწავლა დაიწყეს. ამის შესახებ BBC წერს.

"უკრაინამ სტამბოლის რაუნდის ფარგლებში ოპონენტებს წარუდგინა თავისი წინადადებები ფორმულირებული გადაწყვეტილებების შესახებ. მათ შორის, უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით, როგორც ჩვენს ქვეყანაზე შემდგომი თავდაუსხმელობის უზრუნველყოფა. რუსულმა მხარემ შეისწავლა წინადადებები და გამოთქვა თავისი საპირისპირო პოზიციები. ახლა ჩვენი ჯერია, შევისწავლოთ, შევადაროთ, გამოვიტანოთ დასკვნები, მათ შორის პოლიტიკური და სამართლებრივი ხასიათის,"- აცხადებს პოდოლიაკი.

დღეს კრემლში განაცხადეს, რომ უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების პროცესის ფარგლებში გადასცეს დოკუმენტის პროექტი, რომელშიც გაწერილია მკაფიო ფორმულირებები და ახლა პასუხს უკრაინელებისგან ელოდებიან. კრემლის სპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, უკრაინული მხარის მუშაობის დინამიკა არ არის დამაკმაყოფილებელი. მისი თქმით, უკრაინელები არ იჩენენ დიდ მიდრეკილებას მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურებისადმი, რაც მოლაპარაკებების ეფექტურობაზე ცუდ ზეგავლენას იქონიებს.

დღის ამბები