27 ნოემბერი 2024,   17:48
ვრცლად
ბევრად დამძიმებულია, თვითონ ამბობს, რომ ავადაა და გადაუდებლად მკურნალობა სჭირდება - გიული ალასანია სააკაშვილის მდგომარეობაზე 

გიული ალასანიამ ექიმების ნაწილთან ერთად, სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის მიმდებარედ, აქცია გამართა. მათ ცოტა ხნით საავტომობილო გზა გადაკეტეს. მანამდე კი პრესკონფერენცია გამართეს.

მიხეილ სააკაშვილის დედა ამბობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა უფრო დამძიმდა. მან თქვა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე უკვე თავად ყოფილი პრეზიდენტი ალაპარაკდა.

გიული ალასანია აცხადებს, რომ ექიმების მიერ დასმული ყველა დიაგნოზის მიხედვით, სააკაშვილს მკურნალობა სჭირდება.

"მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს თემა გახდა ძალიან რუტინული, თითქოს ჩვევაში გადავიდა და ადამიანი ზის და ზის, რა მოხდა. ერთეულები არიან, რომლებიც კიდევ ახსენებენ. სიმპტომები, რომლებიც თავიდანვე იყო გამოხატული, ახლა ბევრად უფრო დამძიმებულია. მე არ მახსოვს მისგან, რომ ჯანმრთელობის პრობლემებზე როდესმე რამე ეთქვას. თვითონ ამბობს, რომ მე ვარ ავად, რომ მე გადაუდებლად მჭირდება მკურნალობა, მაგრამ ვერა, არაფერი ამით არ ხდება," - განაცხადა გიული ალასანიამ.

როგორც ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია ამბობს, ამ ეტაპზე ისიც კი უცნობია, თუ რა მდგომარეობაში აქვს მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს თავის ტვინის გარკვეული უბნები, ამის დასადგენად კი საჭიროა შესაბამისი კვლევების ჩატარება.

"იმის გასაგებად თუ რა მდგომარეობაშია ტვინის გარკვეული უბნები, ყველამ თქვა, რომ საჭიროა 3 ტესლა მაგნიტორეზონანსული კვლევა. ეს აპარატი თბილისში არის სამი. თუ კი ნებისმიერი პატიმრის ნება არის, რომ მისი ჯანმრთელობა დაცული იყოს და ნებისმიერ პატიმარს ჩაუტარებდნენ ამ კვლევას თუ კი იქნებოდა ექიმის დასკვნა. რატომ არა მიხეილ სააკაშვილი? ჩვენ ისიც კი არ ვიცით ამ წუთას რა მდგომარეობაშია პაციენტის გარკვეული უბნები თავის ტვინში," - აცხადებს დავით გადელია.

დღის ამბები