დაუწესდება თუ არა რუსულ გაზსა და ნავთობს ემბარგო?! - საკითხი ევროკავშირის ქვეყნებში ისევ აზრთასხვადასხვაობას იწვევს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჟოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროპულმა გაერთიანებამ ომის დაწყებიდან დღემდე რუსულ ენერგომატარებლებში 35 მილიარდი ევრო გადაიხადა, უკრაინისთვის ეს კი მხოლოდ რუსული ომის მანქანის ინვესტირებაა.
2021 წელს ევროკავშირმა რუსეთიდან გაზის დაახლოებით 40% და ნავთობის 25% შეიტანა. რუსულ ენერგომატარებლებზე ყველაზე მეტად გერმანია, იტალია, ავსტრია და უნგრეთი არიან დამოკიდებულნი. უნგრეთი რუსულ ნავთობსა და გაზზე დაწესებულ სანქციებს მხარს არ დაუჭერს.
რაც შეეხება გერმანიას, ოლაფ შოლცის თქმით, ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა დიდი გამოწვევაა ისეთი მდიდარი ქვეყნისთვისაც, როგორიც გერმანიაა, თუმცა, ქვეყანა ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ემზადებოდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
"სანქციებს ორი მხარე აქვს. ერთი მხრივ, მას გავლენა აქვს სანქცირებული მხარისთვის, მეორე მხრივ კი ის მოქმედებს ქვეყანაზე, რომელიც აწესებს სანქციებს. ქვანახშირის, ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა დიდი გამოწვევაა ისეთი მდიდარი ქვეყნისთვისაც, როგორიც გერმანიაა, ზოგიერთი ქვეყანა კი ამას განსაკუთრებით რთულად უმკლავდება. გერმანია ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე ემზადებოდა რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების შესამცირებლად და ეს პროცესი ახლაც გრძელდება. გაზთან დაკავშირებით გვაქვს ამბიციური გეგმები, მილსადენებისა და ტერმინალების მშენებლობა უპრეცედენტო სიჩქარით მიმდინარეობს. ჩვენი მიზანია, გეგმა ყველა დაწესებულ ვადაზე ადრე შევასრულოთ," - განაცხადა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა.
ევროკომისიის მთავარი სპიკერის განცხადებით კი, აღნიშნულ საკითხზე მუშაობა გრძელდება.
"როცა ევროკომისიის პრეზიდენტმა დააანონსა სანქციების მეხუთე პაკეტი სტრასბურგში რამდენიმე კვირის წინ, მან იქვე აღნიშნა, რომ განხილული იქნებოდა შემდგომი სანქციები მათ შორის ნავთობზე. რამდენიმე დღის წინ გერმანულ მედიასთან ურსულა ფონ დერ ლაიანმა ასევე აღნიშნა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სწრაფ მექანიზმებზე ამ სექტორთან მიმართებით. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად ვმუშაობთ ნავთობის სავარაუდო ემბარგოზე, თუმცა ვერ გეტყვით მეტ დეტალს რადგან მუშაობა გრძელდება," - განაცხადა ევროკომისიის მთავარი სპიკერმა ერიკ მამერიმ.
რა პოზიცია აქვს სხვა ქვეყნებს - ფინეთის პრემიერის თქმით, აუცილებელია რაც შეიძლება მალე დაწესდეს სანქციებზე ენერგომატარებლებზე, მის პოზიციას მოსახლეობის უმეტესობაც ემხრობა. ამასთან, ბალტიის ქვეყნები ყველაზე მეტად აქტიურები არიან ამ საკითხთან მიმართებაში. ლატვიამ და ლიეტუვამ აპრილიდან უკვე უარი თქმა რუსულ ენერგომატარებლებზე, ესტონეთი კი წლის ბოლოს შეუერთდება ამ გადაწვეტილებას.
გარდა ამისა, ბულგარეთი წლის ბოლოდან აღარ აპირებს გაზპორმთან კონტრაქტის გაგრძელებას. რაც შეეხება იტალიას, ქვეყანა ენერგომატარებელბის ალტერნატიულ გზად ალჟირს ირჩევს. ემბარგოს ემხრობა საფრანგეთიც.