ხარკოვი აგრესორი რუსეთის მხრიდან ყოველდღიური შეტევის სამიზნეა და ქალაქი დღეში რამდენჯერმე იბომბება. ამის მიუხედავად, ხარკოველები ქალაქზე ზრუნვას არ წყვეტენ.
ქალაქის მერი, იგორ ტერეხოვი ამბობს, რომ მათ ქალაქის იერსახის გასალამაზებლად უკვე დაიწყეს ყვავილების დარგვა. ტერეხოვმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ჯარისკაცს, ექიმს, მაშველს, პოლიციელს თუ რიგით ადამიანს, რომელიც ხარკოვის დასაცავად თავის სფეროში იბრძვის.
"ძვირფასო ხარკოველებო, ჩვენ გვბომბავენ, მაგრამ ჩვენ მაინც ვრგავთ ყვავილებს და ვგეგმავთ, როგორ შევქმნათ ხარკოვისგან მომავლის იდეალური ქალაქი," - აცხადებს იგორ ტერეხოვი გავრცელებულ მიმართვაში.
მისი თქმით, ხარკოვის აღდგენაში მონაწილეობას ცნობილი არქიტექტორი მიიღებს.