აღდგომის დღესასწაულის პერიოდში უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების მოწყობის ინიციატივით გამოდის გაეროს გენერალური მდივანი. ანტონიო გუტიერეშს აქვს იდეა, რომ დიდი ხუთშაბათიდან აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით, 4-დღიანი ჰუმანიტარული კორიდორის გაიხსნას მარიუპოლში, ხერსონსა და დონეცკში .
"ბევრი ცდილობდა, მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მიეღწია , თუმცა ყველა მცდელობამ მარცხი განიცადა. დღეს გამოვდივარ ინიციატივით, რომ 4 დღის განმავლობაში, ჰუმანიტარული დერეფნის მოწყობის მიზნით ცეცხლი შეწყდეს. ეს უნდა მოხდეს წმინდა ხუთშაბათიდან აღდგომის დღესასწაულის ჩათვლით. ამ შემთხვევაში, აუცილებელია 2 რამ შესრულდეს : პირველი - ჰუმანიტარული დერეფანი უნდა იყოს უსაფრთხო და მეორე - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანმა ჰუმანიტარულმა დახმარებამ უნდა მიაღწიოს ისეთ დაზარალებულ ადგილებამდე, ასევე უსაფრთხოდ, როგორიცაა მარიუპოლი, ხერსონი და დონეცკი.