უკრაინის დაზვერვის ინფორმაციით, ზაპოროჟიის ოლქში გუშინ რუსი ჯარისკაცების ბუნტი დაიწყო, ამის შესახებ გამოცემა "უნიანი" წერს.
ჯარისკაცებს ბრძოლა აღარ სურთ, რადგან მათ დაპირებულ ანაზღაურებას არ აძლევენ.
ამასთან, "უნიანის" ინფორმაციით, "კადიროველებმა" სასტიკად მოკლეს ბუნტის სამი მონაწილე, რომლებიც მზად იყვნენ, ჩაებარებინათ იარაღი და სახლში დაბრუნებულიყვნენ.