27 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
ერთ კვირაში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს ორი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ - რას ითვალისწინებს ქალაქის პირობებში ცოდნის შემოწმება

ერთ კვირაში მართვის მოწმობის ასაღებად მოქალაქეებს ორი პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება მოუწევთ, პირველი დახურულ მოედანზე, მეორე კი ქალაქის პირობებში.

9 ქალაქში, სადაც მართვის მოწმობის მსურველთა გამოცდები ტარდება, უკვე მომზადდა გზის მონაკვეთები, რომლის გავლაც მომავალ მძღოლებს პრაქტიკული გამოცდის მეორე ეტაპზე მოუწევთ.

ორეტაპიანი პრაქტიკული გამოცდის ვალდებულება B და B1 კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებების მართვის მსურველებს ექნებათ. იმის დასტურად, რომ ქალაქის პირობებში მართვა იცის, მძღოლმა 25 წუთის განმავლობაში, საგზაო წესების დაცვით, დაახლოებით 17-კილომეტრიანი მონაკვეთი უნდა გაიაროს.

სხვა კატეგორიის მართვის მოწმობის მსურველი მძღოლებისთვის კი ქალაქის ქუჩებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო 7 ნოემბრიდან გახდება.

დღის ამბები