27 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
საქსტატი გაზრდილ საგარეო ვაჭრობაზე საუბრობს - მაჩვენებელი, წინა წელთან შედარებით დაახლოებით 40 %-ით გაზრდილია

2022 წლის მარტში ადგილობრივი ექსპორტის, დაახლოებით, 39-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა და 330 მილიონ დოლარს გაუტოლდა. საგარეო სავაჭრო ბრუნვამ კი, საერთო ჯამში, 3 მილიარდ 865 მილიონი დოლარი შეადგინა. მონაცემები სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა.

სტატისტიკის მიხედვით, როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მაჩვენებლებში, წინა წელთან შედარებით, დადებითი დინამიკა შეიმჩნევა.

მთავრობის ეკონომიკურ გუნდში უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ეკონომიკის აღდგენის არსებული კურსის შენარჩუნებასა და ბაზრების დივერსიფიცირების აუცილებლობაზე საუბრობენ.

დღის ამბები