27 ნოემბერი 2024,   17:47
ვრცლად
35 მილიონი ლარი 300 ათასამდე ფერმერის დასახმარებლად - რას ითვალისწინებს მთავრობის ახალი პროექტი

35 მილიონი ლარი 300 ათასამდე ფერმერის დასახმარებლად -  მთავრობის ახალი პროექტის თანახმად, მცირემიწიანი ფერმერები ერთ ჰექტარზე 300-ლარიან სუბსიდიას მიიღებენ. თანხა შეხვდებათ უფრო მცირე ნაკვეთების მფლობელებსაც.

სახელმწიფოსგან მიღებული სუბსიდია ფერმერებს აგრო ბარათებზე დაერიცხებათ, რითაც მათ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო საქმიანობისთვის საჭირო პროდუქტების შესყიდვა შეეძლებათ.

მცირემიწიანი ფერმერების გარდა, სახელმწიფო ხელშეწყობის კიდევ ერთი პროგრამით სარგებლობენ მსხვილი ფერმერებიც, ამ შემთხვევაში, საუბარია შეღავათიან აგროკრედიტზე, რაც აღებული სესხის საპროცენტო განაკვეთის ნაწილობრივ დაფინანსებას გულისხმობს.

დაგეგმილია 200 მილიონი ლარის სამელიორაციო სამუშაოებიც, რამაც წყლით უზრუნველყოფილი ფართობები 200 ათას ჰექტრამდე უნდა გაზარდოს.

დღის ამბები