"აზოვსტალის" ქარხანა დაიბომბა და თითქმის მთლიანად განადგურდა, - ასეთ ინფორმაციას "აზოვის" პოლკის მეთაურის მოადგილე სვიატოსლავ პალამარი ავრცელებს.
"სუპერ მძლავრი ბომბები ჩამოყარეს ქარხანაზე და ძალიან ბევრი ადამიანი ნანგრევების ქვეშაა", - განაცხადა პალამარმა "რადიო თავისუფლებისთვის" მიცემულ კომენტარში.
"ჩვენ ვიბრძოლებთ, გამოვიყენებთ ყველა ვაზნას, რაც დაგვრჩა, მაგრამ მოვუწოდებთ სამშობლოს გადაარჩინოს მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და წაიღოს ცხედრები," - განაცხადა პალამარმა.
18 აპრილს აზოვის პოლკის მეთაურმა დენის პროკოპენკომ მიმართა მსოფლიო ლიდერებს სასწრაფოდ მოაწყონ "მწვანე დერეფანი" მარიუპოლიდან მშვიდობიანი მოსახლეობის, დაჭრილებისა და დაღუპულთა ცხედრების ევაკუაციისთვის.