ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი, ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში წერს, რომ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა დღეს განაცხადეს, რომ მათ დააფიქსირეს ბავშვებში ღვიძლის ე.წ. "იდუმალი" დაავადების მეტი შემთხვევა, რომელიც პირველად ბრიტანეთში გამოვლინდა და ახალა უკვე დაფიქსირდა ევროპის სხვა ქვეყნებსა და შეერთებულ შტატებში.
"გასულ კვირას ბრიტანეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ დაწყებული იანვრიდან, მათ ბავშვებში დააფიქსირეს ჰეპატიტის, ანუ ღვიძლის ანთების 74 შემთხვევა. ჩვეულებრივი ვირუსები, რომლებიც იწვევენ ინფექციურ ჰეპატიტს, ამ შემთხვევებში არ დაფიქსირებულა და მეცნიერები და ექიმები განიხილავენ სხვა შესაძლო წყაროებს (ამის გამოც ამ მომენტში ამ დაავადებას "იდუმალს" უწოდებენ), მათ შორის COVID-19-ს, სხვა ვირუსებს და გარემო ფაქტორებს.
გაერთიანებულ სამეფოში შემთხვევები კლინიკურად გამოვლინდა მძიმე მწვავე ჰეპატიტით, ღვიძლის ფერმენტების (ასპარტატ ტრანსამინაზას (AST) ან ალანინ ამინოტრანსამინაზას (ALT) 500 სე/ლ-ზე მეტი) დონის მატებით და ბევრი შემთხვევა იყო სიყვითლე. ზოგიერთ შემთხვევაში აღინიშნა კუჭ-ნაწლავის სიმპტომები, მათ შორის მუცლის ტკივილი, დიარეა და ღებინება წინა კვირებში.
შემთხვევათა უმრავლესობას არ ჰქონდა სიცხე. ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო იყო ზრუნვა ბავშვთა ღვიძლის სპეციალიზებულ განყოფილებაში და ზოგიერთს ჩაუტარდა ღვიძლის ტრანსპლანტაცია.
შემთხვევების ლაბორატორიული გამოკვლევებით ყველა შემთხვევაში გამოირიცხა A, B, C, D და E ტიპის ვირუსული ჰეპატიტი. შოტლანდიის მიერ მოხსენებული 13 შემთხვევიდან, რომლებზეც ხელმისაწვდომია დეტალური ინფორმაცია ტესტირებასთან დაკავშირებით, სამი დადებითად დადასტურდა SARS-CoV-2 ინფექციაზე, ხუთმა ტესტი უარყოფითი და ორი დადასტურებული იყო, რომ ჰქონდა ინფექცია პრეზენტაციამდე სამი თვით ადრე. ამ 13 შემთხვევიდან თერთმეტს ჰქონდა ადენოვირუსის ტესტირების შედეგი და ხუთს დადებითი ტესტი ჰქონდა.
სამშაბათს გავრცელებულ განცხადებაში, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა თქვა, რომ ჰეპატიტის დამატებითი შემთხვევები დაფიქსირდა დანიაში, ირლანდიაში, ნიდერლანდებსა და ესპანეთში. ცენტრს არ დაუზუსტებია ზუსტად რამდენი შემთხვევა დაფიქსირდა. აშშ-ს ოფიციალურმა პირებმა ალაბამაში მწვავე ჰეპატიტის ცხრა შემთხვევა დააფიქსირეს 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვებში.
მსუბუქი ჰეპატიტი ბავშვებში ძალიან ხშირია ვირუსული ინფექციების მთელი რიგის შემდეგ, მაგრამ ის, რაც ამ მომენტში ჩანს სრულიად განსხვავებულია, ასე განაცხადეს ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის ინფექციური დაავადებების განყოფილებაში. ზოგიერთ შემთხვევას გაერთიანებულ სამეფოში აქვს საჭიროებდა სპეციალიზებულ მკურნალობას ღვიძლის განყოფილებებში და ზოგიერთს სჭირდებოდა ღვიძლის გადანერგვა.
ამ მომენტისათვის ძნელია თქმა რომ ეს ჰეპატიტი COVID-ის შედეგი იყოს, რადგან გასაკვირი იქნებოდა, რომ არ დაფიქსირებულიყო ამ დაავადების უფრო ფართოდ გავრცელება მთელ ქვეყანაში, იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მაღალი იყო COVID-19 ის გავრცელება ბრიტანეთში
"ამჟამად, ამ ბავშვებში ჰეპატიტის ზუსტი მიზეზი უცნობია," - ნათქვამია ევროპის CDC-ის განცხადებაში.
ბრიტანელი მეცნიერები ადრე ამბობდნენ, რომ ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი, რომელსაც ისინი იკვლევდნენ, იყო ადენოვირუსები, ჩვეულებრივი ვირუსების ოჯახი, რომელიც ჩვეულებრივ პასუხისმგებელია ისეთი სიმპტომებისა, როგორიცაა ვარდისფერი თვალი, ყელის ტკივილი ან დიარეა. აშშ-ს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ცხრა ბავშვს მწვავე ჰეპატიტით ალაბამაში სწორედ ადენოვირუსზე დაუდგინდათ დადებითი ტესტი.
ზოგიერთმა ექიმმა აღნიშნა, რომ ადენოვირუსები იმდენად ხშირია ბავშვებში, რომ მათი აღმოჩენა მხოლოდ ჰეპატიტით დაავადებულებში არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსები პასუხისმგებელნი არიან ღვიძლის დაავადებაზე.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანეთში დაფიქსირდა ადენოვირუსის მატება, რომელიც ვრცელდება ერთდროულად COVID-19-თან ერთად, ამ ვირუსების პოტენციური როლი ჰეპატიტის გამომწვევში გაურკვეველია. ზოგიერთ ბავშვს დაუდასტურდა კორონავირუსი, მაგრამ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ვირუსის გენეტიკური ანალიზია საჭირო იმის დასადგენად, არის თუ არა რაიმე კავშირი შემთხვევებს შორის.
ჯანმომ განაცხადა რომ გასულ თვეში შემთხვევების ნახტომისებურმა მატებამ გამოიწვია გაძლიერებული მეთვალყურეობა და შესაბამისად ძალიან სავარაუდოა მეტი შემთხვევა გამოვლინდეს, სანამ გამოვლინდება დაავადების გამომწვევი," - წერს ზაზა წერეთელი.