27 ნოემბერი 2024,   18:30
ვრცლად
"სტრატეგია აღმაშენებელის" ინიციატივით, სანქციების თემაზე გაუგებრობის დასასრულებლად, ამკრძალავი ნორმების პაკეტი უნდა შეიქმნას - რა პოზიცია აქვთ მმართველ გუნდში

"სტრატეგია აღმაშენებელი" ახალი ინიციატივით გამოდის - გიორგი ვაშაძის განცხადებით, იმისათვის, რომ სანქციების თემაზე გაუგებრობა ამოიწუროს, ამკრძალავი ნორმების პაკეტი უნდა შეიქმნას. პარტიის ლიდერი ირაკლი ღარიბაშვილს და ირაკლი კობახიძეს მიმართავს. პოლიტიკოსის განმარტებით, უნდა შეიქმნას ნორმების პაკეტი, თუ როგორ იკრძალება რუსეთის მიმართულებით სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი.

"იმისთვის, რომ ყველა კითხვის ნიშანი საქართველოსთან დაკავშირებით მოიხსნას, აუცილებელია შეიქმნას კანონი და კანონქვემდებარე აქტები, რომ ყველა მებაჟემ, მესაზღვრემ, საჯარო მოხელემ, პოლიციელმა იცოდეს, რა ტიპის პროდუქციის ტრანზიტია აკრძალული, გამოვლენის შემთხვევაში, რა რეაგირებას ახდენს შესაბამისი ორგანოები, რომ დასავლეთის პარტნიორობის მყარი სტატუსი შეინარჩუნოს საქართველომ და კითხვები არ არსებობდეს. რაც მთავარია, ჩვენი მშვიდობა და უსაფრთხოება იყოს გარანტირებული, რადგან გზა ამისკენ არის მხოლოდ დასავლეთთან თანამშრომლობა," - განაცხადა ვაშაძემ.

ინიციატივაზე კომენტარი გაკეთდა "ქართულ ოცნებაშიც".

"ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა, მათ შორის აშშ-მ, ყველამ გაიგო საქართველოს მოქმედებები და დიახ, საქართველო მოქმედებს სწორად. მაგრამ, ჰოი საოცრებავ და თურმე ვერ გაუგია ეს ჭიჭე ვაშაძეს. საბაჟოს შესახებ კანონის გარდა, არსებობს მეზობლებთან ერთად დადებული ხელშეკრულებები, მათ შორის საბაჟო კოდები და ასე მარტივად არ ხდება ნამდვილად,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალუდა ღუდუშაური. 

 

დღის ამბები