კრიშტიანუ რონალდუს ახალშობილი ბავშვი გარდაიცვალა, ამის შესახებ ფეხბურთელი სოციალურ ქსელში წერს.
"მანჩესტერ იუნაიტედის" 37 წლის ვარსკვლავმა 2021 წლის ოქტომბერში განაცხადა, რომ ის და მისი 28 წლის პარტნიორი, ჯორჯინა როდრიგეზი ტყუპებს, გოგოსა და ბიჭს ელოდებოდნენ. დღეს გავრცელებულ განცხადებაში წყვილი აღნიშნავს, რომ ახალშობილი ბიჭის გარდაცვალება მათთვის უდიდესი ტკივილია. მეორე ბავშვი, გოგო - გადარჩა.
"უდიდესი სევდით ვაცხადებთ, რომ ჩვენი შვილი გარდაიცვალა. ეს არის უდიდესი ტკივილი, რაც კი მშობელმა შეიძლება განიცადოს. ამის გადატანის ძალას და მომავლის იმედს მხოლოდ ჩვენი ახალშობილი გოგო გვაძლევს.
მადლობას ვუხდით ყველა ექიმსა და ექთანს გაწეული დახმარებისთვის.
ჩვენო ბიჭო, შენ ჩვენი ანგელოზი ხარ, ყოველთვის გვეყვარები," - ნათქვამია წერილში, რომელიც რონალდუს სოციალური ქსელების გვერდებზე განთავსდა.