ის თავდასხმები, რაც ჩვენ ბოლო საათებში ვნახეთ ლვოვში, კიევის გარეუბნებში, მარიუპოლსა და ხარკოვში - არის ნათელი მაჩვენებელი იმ სისასტიკისა და დაშინების კამპანიის, რასაც რუსეთი აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ - ამის შესახებ ცოტა ხნის პრესკონფერენციაზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს სპიკერმა განაცხადა. ნედ პრაისის თქმით, რუსეთი კიდევ უფრო მეტ თავდასხმასა და სამხედრო აქტივობას აანონსებს.
"თავდაცვის უწყებამ დილით განაცხადა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში რუსული რაკეტების სამიზნე სამხედრო ინსტალაციები და ობიექტები გახდა. მაგრამ ფაქტი არის ის, რომ რუსეთი კიდევ უფრო მეტ იერიშს და სამხედრო აქტივობას აანონსებს. აწარმოებს დაშინებისა და სისასტიკის კამპანიას, ასევე საშინელ აგრესიას უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ. ის თავდასხმები, რაც ჩვენ ბოლო საათებში ვნახეთ ლვოვში, კიევის გარეუბნებში, მარიუპოლსა და ხარკოვში - არის ნათელი მაჩვენებელი იმ სისასტიკისა და დაშინების კამპანიის, რასაც რუსეთი აწარმოებს ხალხის წინააღმდეგ," - ამბობს ნედ პრაისი.