რუსეთის პრეზიდენტმა 64-ე მოტომსროლელ ბრიგადას "გვარდიის" წოდება" მიანიჭა. ჯილდო მათ "გმირობისა და სიმამაცისთვის, გამძლეობისა და გამბედაობისთვის" გადაეცათ.
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ეს ის სამხედრო დანაყოფია, რომელმაც ქალაქ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლა, დახოცა ბავშვები და გააუპატიურა ქალები.